Belive

მარკინიოსი: "მოხარულები ვართ, რომ დემბელე და კვარა პსჟ-ს ფეხბურთელები არიან"

3 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პსჟ-ს კაპიტანი, მარკინიოსი თანაგუნდელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ გამართული პრესკონფერენციის დროს საუბრობს.

"საფრთხე ყველგან გველოდება. ვიცით, როგორ ვითამაშოთ მარცხნიდან, მარჯვნიდან და ცენტრიდან. ეს გუნდი ლუის ენრიკემ ააშენა, სწორედ ეს ჩაგვინერგა მან. შედეგიც სახეზეა. საფრთხე შეიძლება ნებისმიერი მხრიდან წამოვიდეს.

გუნდში გვყავს მოთამაშეები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანნი არიან შემადგენლობისთვის, ძალიან სრულფასოვანი გუნდი ვართ.

უსმანი და კვარა უბრალოდ თვალისმომჭრელ ფანტასტიკურ სეზონს ატარებენ. ჩვენ გვჭირდება, რომ საჭირო მომენტებში, უშუალოდ თამაშში ჩაერთონ და მოხარულები ვართ, რომ ისინი ჩვენი გუნდის ნაწილები არიან", - ამბობს მარკინიოსი.

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში უნდა გაიმართოს და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყოს.

სხვა სტატიები