bild: "ლოჩოშვილი უმაღლესი დივიზიონის ბევრი გუნდის რადარზეა"
13 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
პოპულარული გერმანული მედია საშუალება bild საქართველოს ნაკრებისა და ნიურბერგის ცენტრალური მცველის, ლუკა ლოჩოშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
"ლუკა ლოჩოშვილი კაიზერსლაუტერნთან მოპოვებულ გამარჯვებაში (3:0) ერთ-ერთი გადამწყვეტი მოთამაშე გახლდათ, როგორც დაცვაში შესრულებული სამუშაოს, ასევე დუბლის გამო.
ლოჩოშვილს ამ სეზონში უკვე 4 გოლი აქვს და ამბობს: "ბავშვობაში, ხშირად თავდამსხმელის პოზიციაზე ვთამაშობდი. ახლა კი, პროფესიონალურ დონეზე ვთამაშობ, მაგრამ აქამდე, არასდროს გამიტანია ორი გოლი. ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ. ამისთვის მთელ გუნდს მადლობას ვუხდი"
"ლოჩოშვილი მეორე დივიზიონში საშუალოზე მაღალი დონის მოთამაშეა. სწორედ ამიტომ, ის უკვე დიდი ხანია, უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი ბევრი გუნდის რადარზეა.
მიუხედავად იმისა, რომ მას 2029 წლამდე კონტრაქტი აქვს გაფორმებული, ქართველმა არ გამორიცხა ამ ზაფხულს სხვა გუნდში გადასვლა. შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით, ლოჩოშვილმა თქვა: „არ ვიცი. მიყვარს გულშემატკივრები და ყველა, ვინც აქ მუშაობს, ამიტომ აქ ბედნიერი ვარ. ორიენტირებული ვარ იმაზე, რომ ამ სეზონში ყველაფერი გავაკეთო კარგი შედეგის მისაღწევად", - წერს bild.
ლუკა ლოჩოშვილს ნიურბერგში ამ სეზონში 27 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და 1 საგოლე პასი გაკეთებული.