Belive

ბეტისის და ჩელსის დამსახურებით: საქართველოს თასის გამარჯვებული მეორე ეტაპზეა!

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედი გამარჯვებული, თბილისის სპაერი უეფას კონფერენს ლიგაზე გამოსვლას პირდაპირ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს.

ქართული გუნდის მეორე ეტაპიდან დაწყების მიზეზი ლონდონის ჩელსის და სევილიური ბეტისის მიერ ნაჩვენები შედეგებია. კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ კონფერენს ლიგის ამ სეზონის ფინალში გასულმა გუნდებმა შიდა ჩემპიონატებში პროგრამა მინიმუმი შეასრულეს და ჩემპიონთა და ევროპა ლიგების შემდეგი გათამაშების ლიგის ფაზებზე საგზური გაინაღდეს. შესაბამისად, კონფერენს ლიგის ფინალის მოგებით მოპოვებული ევროპა ლიგის საგზური მათ აღარ სჭირდებათ და ის წესდების მიხედვით, საკვალიფიკაციო ეტაპზე, რამდენიმე გუნდზე გადანაწილდება, მათ შორის საქართველოს თასის გამარჯვებულზე, რომელიც გამოსვლას მეორე ეტაპიდან დაიწყებს.

წინა სეზონში, იგივე პრინციპით, იბერია 1999-მა ისარგებლა, ახლა კი საქართველოს რანგით მეორე ლიგაში მოთამაშე სპაერმა.

სპაერი მშვენიერ ფორმაშია და საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში 14 ტურის შემდეგ 31 ქულით ლიდერია, ხოლო საწყისი მატჩი გასულ ტურში წააგო. კონფერენს ლიგაზე საქართველოს სპაერთან ერთად გორის დილა და ქუთაისის ტორპედო წარმოადგენენ, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე, იბერია 1999. ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა 17 ივნისს დაიწყება.

სხვა სტატიები