Belive

ბაქოს გრანდ სლემი - საქართველოს ნაკრებს 2 ფალავანი დაემატა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
5-7 ნოემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრი – ბაქოს გრანდ სლემი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 13 სპორტსმენი იასპარეზებს, 11 მამაკაცი და 2 ქალი. აღსანიშნავია ის ამბავი, რომ ოლიმპიური ჩემპიონის რანგში, ოქროსფერი არშიით პირველად იასპარეზებს – ლაშა ბექაური, ასევე წითელი არშიით (მსოფლიო ჩემპიონი) ტატამზე გამოვა – ლაშა შავდათუაშვილი. ასევე, უფროსებში დებიუტი ექნება, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსან – გიორგი შერაზადიშვილს. ბაქოს გრანდ სლემზე თავდაპირველად 11 ძიუდოისტით მივდიოდით, თუმცა შემადგენლობას 2 სპორტსმენი: ონისე სანებლიძე (-100 კგ) და მიხეილ ჯაფარიძე (-100 კგ) დაემატნენ.

შემადგენლობა

-60 კგ: ჯაბა პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი -66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი -73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი -81 კგ: თორნიკე ფოლადაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი -90 კგ: ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი -100 კგ: ონისე სანებლიძე, მიხეილ ჯაფარიძე +100 კგ: გურამ თუშიშვილი -52 კგ: მარიამ ჯანაშვილი, მზია ბებოშვილი  

სხვა სტატიები