ავთანდილ ასათიანი: "ფინალის ტოლფასი მატჩი გვაქვს, შანსი არსებობს და შევეცდებით მაქსიმალურად გამოვიყენოთ"
1 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ევროპის 2026 წლის ფუტსალის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩში, საქართველოს ნაკრები საფრანგეთს შეხვდება და 3 ქულის მოპოვების შემთხვევაში პლეიოფში მოხვდება.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ავთანდილ ასათიანი გადამწყვეტი მატჩის წინ საუბრობს.
"ბიჭების შრომამ მოგვიტანა ის, რომ გადამწყვეტი ტურისთვის ბრძოლაში ვართ. ხორვატიასთან ნათამაშები ფრის შემდეგ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებული.
მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ვეთამაშებით და ეს ყველამ ვიცით. კარგია, რომ შანსი გვაქვს, ვიცით, რომ ძალიან რთული იქნება, მაგრამ შევეცდებით, რომ ჩვენი შანსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ფინალის ტოლფასი მატჩი გველოდება და შევეცდებით, რომ გაწეული შრომა არ დაიკარგოს", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.
საქართველოს ნაკრებისთვის გადამწყვეტი მატჩი 28 იანვარს უნდა გაიმართოს და თბილისის დროით 19:30 საათზე უნდა დაიწყოს.