Belive

ავსტრიის გრან პრიზე საქართველოს ნაკრები 4 სპორტსმენით იასპარეზებს

11 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

25-27 მაისს, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრი, ავსტრიის გრან პრი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრებში ამ ეტაპისთვის 4 სპორტსმენია რეგისტრირებული.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ავსტიის გრან პრიზე

81 კგ: ზაურ დვალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე

90 კგ: ბაქარ ერაშვილი

100 კგ: ლევან გუგავა


საქართველოს ნაკრები ავსტრიში გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზებს. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ნაკრების ლიდერები დროებით ისვენებენ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ლაშა გუჯეჯიანის განცხადებით, ქართველი ძიუდოისტები ძირითადი შემადგენლობით ულაბნატორის გრანდ სლემზე დაბრუნდებიან.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ექნება ბაქარ ერაშვილს, რომელიც 90 კგ წონით კატეგორიაში იასაპრეზებს.

სხვა სტატიები