Belive

ლაშა ბექაური: "ეს გამარჯვება მჭირდებოდა, წინ ოლიმპიური თამაშებია..."

1 თვის წინ სხვა
1 წთ

მადრიდის ღია პირველობაზე მოპოვებული ოქროს მედლის შემდეგ, მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა - ლაშა ბექაურმა, ევროპის ძიუდოს კავშირთან კომენტარი გააკეთა და მის ფორმასა და ფიზიკურ მომზადებაზე ისაუბრა.

"წელს მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის არც ისე მნიშვნელოვანი იყო, ახლა მხოლოდ ოლიმპიური თამაშებია მნიშვნელოვანი, ეს ისეთი მნიშვნელოვანი და ლეგენდარულია, რომ მაქსიმალურად უნდა მოვემზადო. სწორედ ეს იყო აბუ-დაბიში მსოფლიო ჩემპიონატზე არ ასპარეზობის მიზეზიც, სამაგიეროდ პარალელურად გერმანიაში ვვარჯიშობდი და ვემზადებოდი პარიზის ოლიმპიადისთვის.

ძალიან მჭირდებოდა გარემოს შეცვლა, რომ კარგი ატმოსფერო შემექმნა ჩემს ირგვლივ. იცით, როგორ არის საქართველოში, ძიუდოს და ოლიმპიური მედლის გამო ვარ ცნობილი და სადაც მივდივარ, ყველგან დამყავს ხალხი. ასე რომ, ხანდახან მჭირდება ცვლილება და ახლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ამ შეჯიბრის შემდეგაც ხორვატიაში წავალ საწვრთნელ ბანაკში და რამდენიმე დღიან შეკრებას იქ გავივლი.

ოლიმპიური თამაშების წინ, ყველა ეს ტურნირი სამზადისია, მე მჭირდება ეს ბრძოლები, რომ კონკურენციის განცდა მქონდეს. მე მაინც ვნერვიულობ, როცა არ უნდა ვიბრძოლო, რადგან მინდა გავახარო ჩემი მხარდამჭერები და ქვეყანა." - ლაშა ბექაური

შეგახსენებთ, რომ 27 ივლისი - 3 აგვისტოს პერიოდში, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, სტარტს ძიუდო აიღებს, ლაშა ბექაურს კი ტატამზე 31 ივლისს ვიხილავთ.

სხვა სტატიები