Belive

as: "მამარდაშვილი ჩემპიონთა ან ევროპის ლიგაზე მყოფ გუნდში გადასვლის ეტაპზეა"

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ესპანური მედია საშუალება as.com საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს და მისთვის გუნდის შეცვლის პერსპექტივებს განიხილავს.

"ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც "ვალენსიადან" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეიძლება გადაბარგდეს, გიორგი მამარდაშვილი გახლავთ. გუნდს აქვს გეგმა, რომ მიუახლოვდეს 20 მილიონიან ტრანსფერს, რომელიც ხელმძღვანელობას ახალი მოლაპარაკებების გასამართად მყარ ფინანსურ გარანტიებს მისცემს, ამ მიზნით ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი გახლავთ.

გუნდში სჯერათ, რომ გიორგი მამარდაშვილის მისამართით ინტერესი ზაფხულში გაიზრდება და თუ ასე იქნება, მაშინ სურთ ფინანსური სარგებელი ნახონ. მეკარის გარემოცვას ესმის, რომ მამარდაშვილისთვის შემდეგი ეტაპი უეფას ჩემპიონთა ლიგის ან ევროპა ლიგის მონაწილე გუნდში თამაში გახლავთ. ასევე, არსებობს შანსი, რომ მამარდაშვილი გუნდში დარჩეს, რადგან აქ ძირითად შემადგენლობაში ადგილი თითქმის გარანტირებული აქვს.

სავარაუდოდ, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერისთვის მსურველ გუნდებს 25 ან 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

ქართველი მეკარე გუნდის მიერ ამ სეზონში ნაჩვენებ შედეგებს დადებითად აფასებს და თუ მისი დამატებით დაინტერესებული რომელიმე გუნდი რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს, კონტრაქტის გახანგრძლივებასაც არ გამორიცხავს", - წერს ესპანური მედია საშუალება.

საქართველოს ნაკრების მეკარეს, "ვალენსიას" შემადგენლობაში, 2023/24 წლების სეზონში 32 მატჩში 12-ჯერ კარის უსაფრთხოება მშრალად აქვს შენახული. რაც შეეხება "ვალენსიას", გუნდს ლა ლიგაში 41 ქულა აქვს, მერვე პოზიციას იკავებს და სულ მცირე ევროპის კონფერენს ლიგაზე მოხვედრის კარგი შანსი აქვს. ამ ტურნირზე გამსვლელ საფეხურზე მყოფ "ბეტისთან" ჩამორჩენა მინიმალურია.

სხვა სტატიები