ალექსანდრე კალანდაძე: "ახალ შესაძლებლობას ვხედავ და ამიტომ ვირჩევ ვისლას"
5 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრებში თამაშის გამოცდილების მქონე ახალგაზრდა ცენტრალური მცველი, ალექსანდრე კალანდაძე პლოცკის ვისლაში გადაბარგების შემდეგ გუნდის ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუს წერს.
24 წლის ქართველი ფეხბურთელი ამბობს, რომ ვისლა ქართული ფეხბურთისთვის უცხო გუნდი არ არის და ხაზს უსვამს, რომ ტრანსფერამდე საქართველოს ნაკრების ვეტერან შემტევს, გიორგი მერებაშვილს ესაუბრა, რომელიც პლოცკელთა ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი ლეგიონერია.
ვიცი, რომ პლოცკის ვისლას ახალი სეზონისთვის დიდი მიზნები აქვს, ასევე მწვრთნელებთან საუბარი, სათამაშო ფილოსოფია არის ის კომპონენტები, რომელიც არჩევანის ამ გუნდზე შეჩერებაში მეხმარება. ვხედავ ახალ შესაძლებლობებს და ვფიქრობ, ეს ჩემთვის ძალიან კარგია.
ვფიქრობ ძალიან მშრომელი, მენტალურად ძლიერი და მებრძოლი ფეხბურთელი ვარ.
არ აქვს მნიშვნელობა, დაცვის როგორი ტაქტიკური მონახაზით ვითამაშებთ, მაგრამ სამი ცენტრალური მცველის პირობებში თავს შედარებით უფრო კომფორტულად ვგრძობ.
მახსოვს გიორგი მერებაშვილი, რომელიც ამ გუნდში თამაშობდა, მას ვესაუბრე და პლოცკის ვისლას შესახებ ძალიან კარგი რაღაცები მიამბო. მას ეს ქალაქი და გუნდი ძალიან უყვარს", - ამბობს ალექსანდრე კალანდაძე.
ალექსანდრე კალანდაძე პლოცკის ვისლას შეუერთდება და მათთან კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, რომელსაც კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პუნქტიც აქვს გათვალისწინებული.