ალექსანდრე იაშვილი: "მუდმივ გაუმჯობესებაზე ვზრუნავთ, მჯერა გულშემატკივარი ახალ მაისურს მალე შეიყვარებს"
6 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ნაკრებების მენეჯერი, ალექსანდრე იაშვილი ივნისის თვეში გასამართი ამხანაგური შეხვედრებისა და 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესახებ საუბრობს.
"ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ვთამაშობთ, ვიცით, რომ რთულ ჯგუფში ვართ, მაგრამ ასეთ ტურნირზე მარტივი არაფერია. ჩვენი მიზანია, რომ გასვლა შევძლოთ. ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ამბიციები გქონდეს და მაღალი მიზნებისთვის იბრძოლო.
ჩვენი მიზანი მუდმივი განვითარება და სიახლეა. ჩვენ ყველას განახლებული ფორმები ძალიან მოგვწონს. ბევრი პოზიტიური და კარგი შეფასება მივიღეთ, ნეგატიური შეფასებაც მისაღებია. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში მაისურები ყველას მოეწონება და შემდეგ მატჩებზე გულშემატკივრები ტრიბუნებზე ახალი მაისურებით მოვლენ", - ამბობს ალექსანდრე იაშვილი.
საქართველოს ნაკრები უახლოეს პერიოდში ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს: 5 ივნისს, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე", ფარერის კუნძულებთან, ხოლო 8 რიცხვში, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის არენაზე, კაბო ვერდეს პირისპირ.