Belive

"ალბათ მოვა დრო და ახალი პროექტები გამოუჩნდებათ" - სენტ-ეტიენის დირექტორი დავითაშვილზე საუბრობს

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ზურიკო დავითაშვილის შესახებ სენტ-ეტიენის დირექტორი, ჰუს ფაჰმი საუბრობს.

ლიგა 2-ის ერთ-ერთი მოწინავე გუნდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, ლიდერებმა, ლუკას სტასინმა და ზურიკო დავითაშვილმა ახალი გზა აირჩიონ.

"ზაფხულში გუნდი ახალი ფეხბურთელებით და პერსონალით გავაძლიერეთ. ჩვენი წარმატება ამ ნიჭიერ ფეხბურთელებზე იქნება დამოკიდებული. გასულ პერიოდში, მშვენიერი კოლექტივი შევკარით და ნაბიჯ-ნაბიჯ ლიგა 1-სკენ მივიწევთ. ალბათ დადგება დრო, როცა ფეხბურთელებს ახალი საინტერესო პროექტები ექნებათ.

ნამდვილად გვაქვს ნდობა გარკვეული ფეხბურთელებისადმი, რომლებიც ამ პროექტში უფრო ადრე ჩაერთვნენ, მათ შორის ზურიკო დავითაშვილი, ლუკას სტასინი და ავგუსტინ ბოაკიე. ახალ მწვრთნელთან ერთად, რომელიც 2024 წლის ზამთარში დაინიშნა, ისინი საკუთარ ძალებს მშვენივრად ავლენენ", - ამბობს ჰუს ფაჰმი.

ზურიკო დავითაშვილს ახალ სეზონში მწვანეების შემადგენლობაში 9 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, გუნდი კი 10 ტურის შემდეგ 20 ქულით მესამე პოზიციაზეა და შემდეგ მატჩში 25 ოქტომბერს, ანესის სტუმრად უნდა შეხვდეს.

სხვა სტატიები