Belive

ახალი მსურველი საბერძნეთიდან: ზურიკო დავითაშვილი ისევ მწვანეებს სურთ

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი არაერთი ევროპული გუნდის ინტერესთა სფეროშია. უმეტესად, ქართველ ფეხბურთელს ლიგა 1-ის წარმომადგენელ გუნდებს და ბეშიქთაშს უკავშირებენ, ახლა კი ზურიკო დავითაშვილის დამატებით ბერძნული პანათინაიკოსი ინტერესდება.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გრანდი 24 წლის ქართველი ფეხბურთელის იჯარით დამატებას და შემდეგი წლის ზაფხულში მის გამოსყიდვას აპირებს.

paopantou წერს, რომ ათენური გუნდი ზურიკო დავითაშვილის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა და შეთავაზება გაუგზავნა.

ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენი ლიგა 1-დან დაქვეითდა, ქართველი ფეხბურთელი კი გუნდის ლიდერი გახლდათ და სეზონში 9 გოლის გატანა და 8 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები