ახალი კონტრაქტი: ცოტნე კაპანაძემ დუნაისკასთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა
4 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ახალგაზრდა ქართველმა მარჯვენა მცველმა, ცოტნე კაპანაძემ უნგრულ დუნაისკა სტრედასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ქართველი ფეხბურთელი გუნდს 2025 წლის იანვარში შეუერთდა და კონტრაქტი შემდეგი წლის ზაფხულამდე გააფორმა, ახლა კი კიდევ 2 სეზონით გაახანგრძლივა.
"ჩემდამი გამოხატული ნდობის გამო გუნდის ხელმძღვანელობას მადლობა მინდა გადავუხადო. აქ ძალიან ბედნიერი ვარ.
არ ველოდი შემოთავაზებას, მაგრამ ახალი კონტრაქტის მიღების შემდეგ, ბევრი არ მიფიქრია. გუნდის შეცვლას ევროტურნირის ძირითად ბადეში გასვლამდე არ ვაპირებ. ამის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ", - ამბობს ცოტნე კაპანაძე.
ცოტნე კაპანაძე იბერია 1999-ს აკადემიის აღზრდილია და იჯარით თელავის და რუსთავის შემადგენლობაში უთამაშია. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ცოტნე კაპანაძეს 10 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, მან 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობაც მიიღო. დუნაისკა სტრედაში გადაბარგების შემდეგ 17 მატჩში 1 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.