Belive

აიაქსის მწვრთნელი: "მიქაუტაძე უფრო და უფრო უმატებს, მაგრამ სათამაშო დრო უნდა დაიმსახუროს"

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, ამსტერდამის "აიაქსმა" ათენის "აეკთან" სტუმრად, ფრე - 1:1 ითამაშა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ნიდერლანდების ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მორის სტეინმა, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ის სათამაშო დროს პრაქტიკულად სრულად არ აძლევს.

"მატჩში განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობა იყო საჭირო, ჩუბა აკპომს კი ცოტათი მეტი სისწრაფე და ფიზიკური კონდიციები აქვს, რის გამოც ის ავირჩიე. მიქაუტაძე ვარჯიშის დროს თავს უფრო და უფრო მეტად წარმოაჩენს, მაგრამ მან შემადგენლობაში ადგილი უნდა დაიმსახუროს.

მსურდა, რომ მიქაუტაძეს "ვალვაიკთან" ეთამაშა, მაგრამ მატჩი შეწყდა. ის განსაკუთრებით კარგია პატარა სივრცეების ათვისებისას, მაგრამ ახლა უფრო მეტი სისწრაფე გვჭირდებოდა", - თქვა მორის სტეინმა.

"აიაქსმა" ევროპა ლიგაზე ზედიზედ მეორე მატჩში ფრე ითამაშა და B ჯგუფში მესამე პოზიციას იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი 26 ოქტომბერს, "ბრაიტონის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები