აბუ დაბის გრანდ სლემი | საქართველოს ნაკრები 14 სპორტსმენით იასპარეზებს
ძიუდოს მსოფლიო ტური გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში ბრუნდება.
აბუ დაბის გრანდ სლემი 29-31 ოქტომბერს გაიმართება, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, საქართველოს ნაკრებიდან შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ.
საქართველოს ნაკრები აბუ დაბიში 14 სპორტსმენით წარდგება.
შემადგენლობა
60 კგ - შოთა ბაჩოშვილი, ლუკა ქალიაშვილი.
66 კგ - საბა საბაშვილი, მერაბი სამადაშვილი.
73 კგ - გიორგი გივიშვილი, გიორგი ტერაშვილი.
81 კგ - გიორგი მუმლაძე, კოტე კაპანაძე.
90 კგ - საბა გველესიანი, ლუკა თევდორაძე.
100 კგ - ონისე სანებლიძე, ნიკა ხარაზიშვილი.
+100 კგ - გიორგი ქარჩაიძე, ირაკლი დემეტრაშვილი.
2025 წელს აბუ დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა - ოქროს მედალი მოიგო ლაშა ბექაურმა, ბრინჯაოს მედლებს კი გიორგი სარდალაშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი დასჯერდნენ.