Belive

სანშირო მურაო: "ბექაურთან მოგება ჩემთვის ბევრს ნიშნავდა - არ მინდა ამაზე გაჩერება"

14 საათის წინ სხვა
1 წთ

2-გზის მსოფლიო ჩემპიონმა, იაპონელმა - სანშირო მურაომ, რომელიც 90 კგ-ში ასპარეზობს, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

მან ქომაგებს გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ბაქოდან სამშობლოში 2 ოქროს მედლით დაბრუნება, მისთვის დიდი ბედნიერებაა.

გარდა ამისა, მან ლაშა ბექაურთან პირველ გამარჯვებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას არ სურს მხოლოდ ამ გამარჯვებაზე გაჩერება...

"მადლობა მთელი თქვენი მხარდაჭერისთვის. მე შევძელი ორი ოქროს მედლის მოპოვება მსოფლიო ჩემპიონატზე - ზუსტად ეს იყო ჩემი მიზანი.

ბევრი ჟურნალისტი მეკითხება ლაშას შესახებ, მე მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ტატამს გარეთ და იგი შესანიშნავი ადამიანია - რაც შეეხება მასთან გამარჯვებას, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ის უძლიერესი ძიუდოისტია და ჩემთან დადებითი შედეგები აქვს, ამიტომ როდესაც ის დავამარცხე, საკუთარი თავის უფრო ვირწმუნე და მინდა, რომ მხოლოდ არ გამარჯვებაზე არ გავჩერდე.

არ მინდა ამით შევჩერდე და ვისწრაფვი კიდევ უფრო მაღალი შედეგებისკენ, რომ უფრო ძლიერი გავხდე..." - სანშირო მურაო

შეგახსენებთ, რომ ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატამდე ლაშა ბექაურს სანშირო მურაოსთან დადებითი ბალანსი 6:0 (1-ხელ გუნდურში) ჰქონდა, მსოფლიო ჩემპიონატზე კი იაპონელმა უძლიერესმა ძიუდოისტმა 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონის წინააღმდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

სხვა სტატიები