Belive

96-ნომრიანი მაისურით - ვალენსიენმა ჯოვინო ფლამარიონი წარადგინა

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 2-ის წარმომადგენელმა გუნდმა, "ვალენსიენმა" საქართველოს ეროვნული ლიგის გასული წლების საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი, ჯოვინო ფლამარიონი წარადგინა.

ფრანგულ გუნდში "დინამო ბათუმის" და საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი 96-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ჯოვინოს ახალი გუნდი ლიგა 2-ში ჩატარებული 17 ტურის შემდეგ დაგროვებული 11 ქულით ცხრილში მეოცე ადგილს იკავებს, ხოლო შემდეგ მატჩს "პარიზთან" საშინაო კედლებში, 16 დეკემბერს გამართავს.

27 წლის ფეხბურთელმა "დინამო ბათუმში" 2017-2023 წლებში 184 მატჩში 84 გოლის გატანა და 24 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები