Belive

7 სექტემბერი | დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში

2 თვის წინ ქართული სპორტი
6 წთ

2025 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ბულგარეთს უმასპინძლებს. საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებების მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება.

ამ თარიღით ჩვენს გუნდს ისტორიაში 8 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელშიც დიდი ანგარიშით გამარჯვება და დიდი ანგარიშით წაგებაც ფიქსირდება და ისტორიული გამარჯვებისთვისაც მოიძებნება ადგილი.

1992

მეტოქე: აზერბაიჯანის ნაკრები

ტურნირი: საერთაშორისო ამხანაგური მატჩი

სტადიონი: დავით ყიფიანის სახელობის სტადიონი (გურჯაანი, საქართველო)

დასწრება: 3 000

ანგარიში საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ: 6:3

გოლები: დავით ყიზილაშვილი (20, 48), ვიტალი დარასელია (52), შოთა არველაძე (69), კახი გოგიჩაიშვილი (71), გია ჯიშკარიანი (79).

საქართველოს ნაკრები: აკაკი დევაძე (დავით ჯანელიძე, 75), მალხაზ არზიანი, დიმიტრი კუდინოვი, კახაბერ სიდამონიძე (გიორგი ნემსაძე, 46), გია ჯიშკარიანი (კაპიტანი), დავით ცომაია, გიორგი დარასელია (გიორგი ქინქლაძე, 53), კახაბერ გოგიჩაიშვილი (მიხეილ ყაველაშვილი, 75), რევაზ არველაძე, დავით ყიზილაშვილი, შოთა არველაძე (დავით ჯანაშია, 75)

მთავარი მწვრთნელი: გიგა ნორაკიძე

მსაჯი: გურამ სეფიაშვილი

ნაკრების ისტორიიდან - მატჩი #44: აზერბაიჯანი 1:0 საქართველო - mygoals.ge

1994 

მეტოქე: მოლდოვის ნაკრები

ტურნირი: ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი (ისტორიაში სადებიუტო ოფიციალური მატჩი)

სტადიონი: ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა (თბილისი, საქართველო)

დასწრება: 40 000

ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ: 0:1

საქართველოს ნაკრები: ირაკლი ზოიძე, გიორგი ნემსაძე (ყვითელი ბარათი, 81), კახაბერ ცხდააძე (კაპიტანი), მურთაზ შელია, მიხეილ ყაველაშვილი, რევაზ არველაძე (ზაზა რევიშვილი, 69), არჩილ არველაძე, გოჩა ჯამარაული, გია გურული (ყვითელი ბარათი, 22, გელა ინალიშვილი, 46), გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე

მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

მსაჯი: აჰმეტ ჩაქარი (თურქეთი)

2005

მეტოქე: დანიის ნაკრები

ტურნირი: მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

სტადიონი: პარკენი (კოპენჰაგენი, დანია)

დასწრება: 27 177

ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ: 6:1

გოლი: გიორგი დემეტრაძე (36)

საქართველოს ნაკრები: გიორგი ლომაია, კახა კალაძე (კაპიტანი), ზურაბ ხიზანიშვილი (წითელი ბარათი, 19), ლევან კობიაშვილი, დავით ოდიკაძე (გიორგი განუგრავა, 59, გიორგი განუგრავა, 63), ლევან ცქიტიშვილი (ლაშა სალუქვაძე, 82), გოგიტა გოგუა, გიორგი გახოკიძე, მალხაზ ასათიანი, გიორგი დემეტრაძე (დავით მუჯირი, 68), ზურაბ მენთეშაშვილი

მთავარი მწვრთნელი: გაიოზ დარსაძე

მსაჯი: ემილ ბოჟინოვსკი (ჩრდილოეთ მაკედონია)

2010

მეტოქე: ისრაელის ნაკრები

ტურნირი: ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

ანგარიში: 0:0

სტადიონი: ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა (თბილისი, საქართველო)

დასწრება: 52 000

საქართველოს ნაკრები: ნუკრი რევიშვილი, უჩა ლობჟანიძე (ყვითელი ბარათი, 29), კახა კალაძე (კაპიტანი), ალექსანდრე ამისულაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, გოგიტა გოგუა (თორნიკე აფციაური, 75), ჯანო ანანიძე, ალექსანდრე იაშვილი (დავით სირაძე, 46), ლევან კობიაშვილი (ყვითელი ბარათი, 42), ვლადიმერ დვალიშვილი (გიორგი მერებაშვილი, 63)

მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

მსაჯი: საშა კევერი (შვეიცარია)

2012

მეტოქე: ბელარუსის ნაკრები

ტურნირი: 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

სტადიონი: ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა (თბილისი, საქართველო)

დასწრება: 20 000

გოლი: თორნიკე ოქრიაშვილი (51)

საქართველოს ნაკრები: გიორგი ლორია (ყვითელი ბარათი, 86), თორნიკე ოქრიაშვილი (ირაკლი სირბილაძე, 83), გია გრიგალავა, გურამ კაშია, ალექსანდრე ამისულაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, ჯაბა კანკავა (კაპიტანი, ყვითელი ბარათი, 30), მურთაზ დაუშვილი, დავით თარგამაძე, ჯანო ანანიძე (თორნიკე გორგიაშვილი, 75), ლევან მჭედლიძე (დავით კვირკველია, 56)

მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

მსაჯი: სტანისლავ ტოდოროვი (ბულგარეთი)

2014

მეტოქე: ირლანდიის ნაკრები

ტურნირი: ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

სტადიონი: ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა (თბილისი, საქართველო)

დასწრება: 22 000

ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ: 1:2

გოლი: თორნიკე ოქრიაშვილი (38)

საქართველოს ნაკრები: გიორგი ლორია (როინ კვასხვაძე, 46), აკაკი ხუბუტია (ყვითელი ბარათი, 48), დავით კვირკველია (ყვითელი ბარათი, 36), გურამ კაშია, უჩა ლობჟანიძე, სოლომონ კვირკველია, ჯაბა კანკავა (კაპიტანი), მურთაზ დაუშვილი (83), ჯანო ანანიძე (დავით თარგამაძე, 63), თორნიკე ოქრიაშვილი (ლევან მჭედლიძე, 88), ნიკოლოზ გელაშვილი

მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

მსაჯი: კევინ ბლუმი (ნიდერლანდები)

2015

მეტოქე: ირლანდიის ნაკრები

ტურნირი: ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

სტადიონი: ავივა არენა (დუბლინი, ირლანდიის რესპუბლიკა)

დასწრება: 27 000

ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ: 1:0

საქართველოს ნაკრები: ნუკრი რევიშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი (ლევან ყენია, 81), ალექსანდრე ამისულაშვილი, გიორგი ნავალოვსკი, გურამ კაშია (მათე ცინცაძე, 76), უჩა ლობჟანიძე, სოლომონ კვირკველია, ჯაბა კანკავა (კაპიტანი), თორნიკე ოქრიაშვილი, ლევან მჭედლიძე, ვაკო ყაზაიშვილი (გიორგი პაპუნაშვილი, 64)

მთავარი მწვრთნელი: კახაბერ ცხადაძე

მსაჯი: იშტვან ვადი (უნგრეთი)

2024

მეტოქე: ჩეხეთის ნაკრები

ტურნირი: უეფას ერთა ლიგა B დივიზიონი

სტადიონი: მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი (თბილისი, საქართველო)

დასწრება: 20 401

ანგარიში საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ: 4:1

გოლები: ხვიჩა კვარაცხელია (33), გიორგი ჩაკვეტაძე (53), გიორგი მიქაუტაძე (63), გიორგი ქოჩორაშვილი (66)

საქართველოს ნაკრები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გველესიანი (საბა გოგლიჩიძე, 83), გურამ კაშია, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე (გიორგი გოჩოლეიშვილი, 75), ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი (ყვითელი ბარათი, 86), გიორგი ჩაკვეტაძე (ზურიკო დავითაშვილი, 75), ოთარ კიტეიშვილი (შოთა ნონიკაშვილი, 75), გიორგი მიქაუტაძე (ბუდუ ზივზივაძე, 75), ხვიჩა კვარაცხელია

მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი (საფრანგეთი)

მსაჯი: ორელ გრინფილდი (ისრაელი)

სხვა სტატიები