Belive

2-წლიანი პაუზის შემდეგ გელა ზაალიშვილი ტატამზე ბრუნდება

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი - გელა ზაალიშვილი, ტატამზე 2-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება.

თბილისის გრანდ სლემის 3-გზის ჩემპიონი, ტატამს მალაგაში, მალაგას ღია პირველობაზე 12 ოქტომბერს დაბრუნდება.

მალაგას ღია პირველობაზე, საქართველოს ნაკრები 3 სპორტსმენით წარდგება:

  • 81 კგ - ჯუმბერ მელაძე

  • 90 კგ - მიხეილ კუპრაშვილი

  • +100 კგ - გელა ზაალიშვილი

გელა ზაალიშვილმა ბოლოს 2023 წლის 22 სექტემბერს, ბაქოს გრანდ სლემზე იასპარეზა, იქამდე კი თბილისის გრანდ სლემი კარიერაში მესამედ მოიგო.

26 წლის ქართველი ძიუდოისტი, გრანდ სლემების 5-გზის გამარჯვებულია (3-ჯერ თბილისის გრანდ სლემი, ბაქოს და თელ ავივის გრანდ სლემები). ახალგაზრდებს შორის კი მსოფლიოს ჩემპიონია და ევროპის 2-გზის ჩემპიონია.

სხვა სტატიები