Belive

ლუჩიანო ძაური: "პირველი მატჩის შედეგი უნდა დავივიწყოთ - დინამოსგან უკეთეს თამაშს ველოდებით"

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "დინამო თბილისთან" დაპირისპირების წინ, მალტური "ჰამრუნ სპარტანსის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუსიანო ძაურიმ კომენტარი გააკეთა.

"პირველ მატჩში ძალიან ორგანიზებულ და კარგ გუნდს ვეთამაშეთ, უბრალოდ არსებული მომენტები უფრო უკეთ გამოვიყენეთ და ამის ხარჯზე შევძელით მატჩის მოგება.

რაც შეეხება შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობას, ამას საპასუხო შეხვედრა გაარკვევს და შესაბამისად, ყველაფერი თბილისში გადაწყდება.

რა თქმა უნდა, "დინამოსგან" ხვალინდელ შეხვედრაში უფრო უკეთესად თამაშს ველოდები, იმის გათვალისწინებით, რომ გუნდი საშინაო კედლებში თამაშობს და ადგილობრივი გულშემატკივარი ზურგს გაუმაგრებს. თუმცა, მე კონცენტრირებული ჩემს გუნდსა და მის სწორ თამაშზე ვიქნები.

საპასუხო მატი 0:0-დან იწყება. შესაბამისად, პირველი მატჩის შედეგზე არ უნდა ვიფიქროთ და ამ შეხვედრაში გამარჯვებაზე ვკონცენტრირდეთ.

ვიცი, რომ საქართველოში ძალიან ძლიერი გულშემატკივრობა იციან, მაგრამ ასეთ გარემოში თამაში ყველა გუნდისთვის და შესაბამისად ჩვენთვისაც სასიამოვნო იქნება.'' - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა, რომელსაც ფეხბურთელის რანგში სერია A-ში ("კიევოს", "ლაციოს", "ფიორენტინას", "ატალანტასა", და "პესკარას" შემადგენლობაში) 319 მატჩი აქვს ჩატარებული.

"დინამო თბილისისა" და "ჰამრუნის" მატჩი 3 აგვისტოს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები