Belive

ოსიმენი დაბრუნდა, კვარა ადგილზეა - ნაპოლი ოპტიმალური შემადგენლობით ვარჯიშს იწყებს

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიის მოქმედი ჩემპიონი "ნაპოლი" სერია A-ს მე-13 ტურში, "ატალანტასთან" მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ვალტერ მაცარის ხელმძღვანელობით ერთ-ერთი პირველი სავარჯიშო სესია გუნდმა თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ჩაატარა - ვიქტორ ოსიმენი ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა და გუნდს შეუერთდა, ხოლო ეროვნულ ნაკრებებში გამოძახებული 4 ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, ლეო ოსტიგორი, სტანისლავ ლობოტკა და იენს კაიუსტე ნეაპოლელებს შეუერთდნენ.

როგორც ირკვევა, გუნდის ფეხბურთელებმა უფრო მეტად ფიზიკური კონდიციების გასაუმჯობესებლად ივარჯიშეს, რაც შეეხება ნიგერიელ თავდამსხმელს, ის უმეტესად როგორც სპორტულ დარბაზში, ისე მოედანზე ინდივიდუალური პროგრამის მიხედვით ვარჯიშობდა.

უახლოესი მატჩი "ნაპოლიმ" სერია A-ში, 25 ნოემბერს, "ატალანტასთან" სტუმრად უნდა ჩაატაროს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები