Belive

"ზლატანს სურს ოჯახთან ერთად დაღესტანს ეწვიოს, რუდიგერსაც" - ხაბიბ ნურმაგომედოვი

16 საათის წინ სხვა
1 წთ

ხაბიბ ნურმადომედოვი მშობლიურ სოფელში ახალ სავარჯიშო ბაზას აშენებს. მისი თქმით, მომავალი წლის ზაფხულში სამუშაოები დასრულებული იქნება და სტუმრების მისაღებადაც მზად იქნებიან. ხაბიბი ამბობს, რომ დაღესტანში სტუმრობა ზლატან იბრაჰიმოვიჩს და ანტონიო რუდიგერსაც სურთ.

საბრძოლო საზოგადოებაში ყველას ვიცნობთ და ნებისმიერის მოწვევა შეგვიძლია. საჭიდაო და საბრძოლო ოჯახში ყველას ვიცნობთ. ზლატანსაც სურს ჩვენთან ჩამოსვლა. მითხრა, რომ დაღესტანში ბავშვებთან ერთად უნდა სტუმრობა. მას მომავალ წელს, სამუშაოების დასრულების შემდეგ ველოდებით. ანტონიო რუდიგერსაც უნდა ჩვენთან ჩამოსვლა. - ამბობს ხაბიბი

სხვა სტატიები