"ჩიმაევი ძალიან ბევრს ჭორაობას" - შონ სტრიკლენდი
სტრიკლენდი ამბობს, რომ ოქტაგონზე დასაბრუნებლად ჯერ კიდეც ცოტა დრო სჭირდება. საჩემპიონო ბრძოლის მოგების შემდეგ, მისი მხარე ჯერ ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა. ხამზატს კი ეუბნება ბევრ ლაპარაკს თავი დაანებოს და დაელოდოს როდის დაბრუნდება.
მხარი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება, ცოტა მეტი დრო მჭირდება. რაც შეეხება იმას ვის უნდა ვებრძოლო - ჩიმაევი ძალიან ბევრს ჭორაობას და ყბედობას არ წყვეტს. ხომ არ გინდა გასწავლო, წონა როგორ დაიკლო, რომ ერთი წამით მაინც შეწყვიტოს წუწუნი. - წერს შონ სტრიკლენდი
🚨 Sean Strickland says he needs a little more time to heal before returning, but is down for the Khamzat Chimaev rematch 👀
— Championship Rounds (@ChampRDS) July 30, 2026
"Shoulder is getting solid, need a little longer. As to who I'm fighting, Chimaev keeps running his f*cking mouth. Want me to teach you how to cut weight… pic.twitter.com/TyviJMZuin
შეგახსენებთ, რომ ჩიამევის და სტრიკლენდის ჩხუბი UFC 328-ზე შედგა. ამ დაპირისპირებაში ხამზატი უდიდესი ფავორიტი იყო, მაგრამ შონმა დიდი სენსაცია შემოგვთავაზა და დაუმარცხებელ ჩიმაევს მოუგო. ახლა საშუალო წონის ქამარი სწორედ სტიკლენდი ფლობს და დიდი ალბათობით, მისი დაცვა ისევ ხამზატის წინააღმდეგ მოუწევს.