ზაგრების გრან პრი 2025 | ქართველების საშეჯიბრო ბადეები და სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
14-16 ნოემბერს, ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ტურნირს - ზაგრების გრან პრის უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები 9 სპორტსმენით იასპარეზებს.
უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ლაშა გუჯეჯიანმა ზაგრების გრან პრიზე თავის გამოჩენის შანსი ახალგაზრდებს მისცა, უმეტეს მათგანს ეროვნულ ნაკრებში და IJF ტურში დებიუტი ექნება.
რამდენიმე წუთის წინ, ზაგრებში წილისყრა გაიმართა, სადაც ქართველი მეტოქეების საშეჯიბრო ბადეები და შესაბამისად საარაუდო მეტოქეებიც გაირკვა. გთავაზობთ თითოეული ქართველის საშეჯიბრო ბადესა და სავარაუდო მეტოქეს.
66 კგ
66 კგ წონით კატეგორიაში 2 წარმომადგენელი გვეყოლება - თორნიკე მაზიაშვილი და ლაშა ნადირაძე.
23 წლის თორნიკე მაზიაშვილი B ბადეში იწყებს, სადაც განუთესავი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში პირველივე რაუნდიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე, ბელგიელი - რობი დემეტსი იქნება, გერმანული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი ბულგარელ - ბოიან იოტოვს დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ლაშა ნადირაძეს, იგი C ბადეშია განუთესავი და პირველივე რაუნდში, გერმანელ - ლენი ლინუს ბურკს დაუპირისპირდება, შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი მისი მეტოქე, ისრაელისა და ჩინეთის ტაიპეის წარმომადგენელს შორის გამარჯვებული იქნება.
73 კგ
73 კგ-ში საქართველოს დროშის ქვეშ - თორნიკე მოსიაშვილი და გიორგი იანტბელიძე იასპარეზებენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორივე მათგანიშვილის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა სადებიუტო იქნება.
გიორგი იანტბელიძე B ბადეში განთესილია და ასპარეზობაში მეორე რაუნდიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე, ესპანურ-ხორვატულ დაპირისპირებაში გამარჯვებული იქნება.
რაც შეეხება თორნიკე მოსიაშვილს, თორნიკე C ბადეში განუთესავია და პირველივე ეტაპზე, გერმანელ - ლუს მეიერს შეხვდება, მისი დამარცების შემთხვევაში კი, სლოვენიელ - მარტინ ჰოიაკს დაუპირისპირდება.
81 კგ
81 კგ წონით კატეგორიაში, საქქართველოს ნაკრების ღირსებას - ირაკლი ბეროშვილი დაიცავს.
25 წლის ქართველი ფალავანი განთსილია და ასპარეზობას მეორე რაუნდიდან იწყებს, სადაც ინდოელ - ადიტია სოლანკის დაუპირისპირდება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი ფინურ-ბოსნიურ დაპირისპირებაში გამარჯვებულს შეხვდება.
90 კგ
90 კგ-ში ორი წარმომადგენელი გვეყოლება - ლუკა მაისურაძე და მიხეილ კუპრაშვილი.
ამ წონითი კატეგორიის ერთ-ერთი ლიდერი - ლუკა მაისურაძე A ბადეშია განთესილი და პირველ რაუნდში კამერუნელ - კევინ ბუდაინს დაუპირისპირდება, შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი მას ფრანგი მეტოქე - ტიზი გნამიე ეყოლება.
რაც შეეხება მიხეილ კუპრაშვილს, 19 წლის ქართველი D ბადეშია განთესილი და მეორე რაუნდში მას ესპანელი მოწინააღმდეგე - აარონ სანტამარია როდრიგეზი ეყოლება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი, ბერძენ - თეოდოროს ცელიდისს დაუპირისპირდება.
+100 კგ
მძიმე წონაში საქართველოს დროშის ქვეშ ორი სპორტსმენი გამოვა - გელა ზაალიშვილი და საბა ინანეიშვილი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გელა ზაალიშვილი IJF ტურში 2-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ბრუნდება. გელა B ბადეშია განთესილი და მეორე ეტაპზე, აზერბაიჯანელ - კანან ნასიბოვს შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი 1/4-ფინალში გავა, სადაც კვლავ აზერბაიჯანელი მეტოქე - ჯამალ გამზატანოვი ეყოლება.
რაც შეეხება საბა ინანეიშვილს, საბა C ბადეშია განთესილი, სადაც ხორვატულ-მონტენეგროულ დაპირისპირებაში გამარჯვებულს დაელოდება.
ძიუდოს ექსპერტების აზრით, საკმაოდ დიდი შანსია იმისა, რომ მძიმე წონაში ქართული ფინალი ვიხილოთ.
შეჯიბრის განრიგი
დღე I - 60, 66 კგ (დასაწყისი 11:00, ფინალური ბლოკი - 17:00)
დღე II - 73, 81 კგ (დასაწყისი 10:00, ფინალური ბლოკი - 17:00)
დღე III - 90, 100 და +100 კგ (დასაწყისი 10:30, ფინალური ბლოკი - 17:00).