"ყველაფერი UFC-სთან შეთანხმებაზე არის დამოკიდებული" - ილია თავის მომავალ ჩხუბზე
2 თვის წინ
სხვა
1 წთ
ილია თოფურია მომავალი მოწინააღმდეგის საკითხი კვლავ ბუნდოვანი რჩება. ჩემპიონს რამდენიმე ვარიანტი აქვს: პადი პიმბლეტი, ჯასტინ გეიჯი ან არმან ცარუკიანი. ამ სამიდან ყველაზე რეალური ჯასტინ გეიჯის ვარიანტი ჩანს. პადის რეიტინგი არ უწყობს ხელს, არმანზე კი, საჩემპიონო ჩხუბიდან ჩახსნის გამო, დანა გაბრაზებულია. რჩება გეიჯი, რომელზეც გარკვეული მინიშნებები სოციალურ ქსელებში ისედაც ვრცელდებოდა.
მიუხედავად ამისა, ილია ამბობს რომ ჯერ UFC-სთან ამ თემაზე არ უსაუბრია.
სიმართლე გითხრათ, არ მადარდებს ამ სამიდან რომელს შევხვდები. ყველაფერი UFC-სთან მოლაპარაკებებზე არის დამოკიდებული. ჯერ ჩემს მომავალ ბრძოლასთან დაკავშირებით არ გვისაუბრია. მზად ვიქნები როგორც კი დამირეკავენ, მეტოქეებს ისინი არჩევენ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინც გნებავთ ის იყოს. - განაცხადა ილია თოფურიამ
"მატადორი" ბოლოს ის ოქტაგონზე UFC 317-ზე, 29 ივნისს გამოვიდა. ილიამ მსუბუქი წონის ქამარი სწორედ ამ ბრძოლაში, ჩარლზ ოლივეირას გათიშვით მოიპოვა. დიდია ალბათობა, რომ თოფურია ამ წელს საერთოდ არ იჩხუბოს.