"ვთვლი ილიას გეიჯის გათიშვა შეუძლია" - ჩარლზ ოლივეირა
4 საათის წინ
სხვა
1 წთ
ჩარლზ ოლივეირამ ილიასა და გეიჯის შორის ფავორიტი დაასახელა. რთული გამოსაცნობი არ იქნება, რომ ბრაზილიელი თოფურიას გამარჯვებაზე დებს ფსონს.
MMA ძალიან არაპროგნოზირებადი სპორტია. ყოველთვის საუკეთესო არ იმარჯვებს. ზოგჯერ ერთი დარტყმაც ბევრს წყვეტს. ვფიქრობ, გეიჯი ძალიან მაგარი ბიჭია, მაგრამ თოფურია შესანიშნავ სვლაზეა. ვთვლი ილიას გეიჯის გათიშვა შეუძლია.
ორივე ბიჭთან მიჩხუბია და თოფურიამ შეძლო ჩემი გათიშვა. სწორედ ამიტომ მისი ხელი უფრო მძიმეა. - ამბობს ჩარლზ ოლივეირა
‼️💥 Charles escolhe o vencedor de Topuria vs Gaethje e revela quem bate mais forte: pic.twitter.com/mCYA9QUwc1
— Central do MMA (@acentraldomma) April 29, 2026
შეგახსენებთ, რომ ილია მსუბუქი წონის ჩემპიონი სწორედ ჩარლზ ოლივეირას გათიშვის შემდეგ გახდა. რაც შეხება გეიჯის, ის დროებითი ჩემპიონის ტიტულს ფლობს. თეთრ სახლში ერთმანეთს სწორედ მსუბუქი წონის დივიზიონის ქამრისთვის შეერკინებიან. ეს ჩხუბი 15 ივნისს გაიმართება.