Belive

"ვოლკანოვსკის შანსი არ აქვს" - ილია თოფურიას მწვრთნელი

3 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაპირისპირებამდე ცოტა დრო რჩება. ამ ბრძოლასთან დაკავშირებით MMA-ს გულშემატკივართა აზრი ორ ნაწილად არის გაყოფილი. ზოგი თვლის, რომ ვოლკანოვსკი საჩემპიონო ქამარს დაიცავს და თოფურიას პირველ მარცხსაც ვიხილავთ, ზოგიერთი კი ქართველის ჩემპიონობას წინასწარმეტყველებს. ბუნებრივია, რომ "მატადორის" მთავარი მწვრთნელი თავის მოსწავლეს ფავორიტად თვლის და მეტიც, ამბობს, რომ ვოლკანოვსკის შანსი არ აქვს.

ილიას მოსაგებად ყველაფერი აქვს. ვოლკანოვსკი მახაჩევთან ბრძოლაში პირველივე რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა. ეს მებრძოლზე ყოველთვის მოქმედებს. წაუგებელი სერიის შემდეგ ძალიან რთულია დამარცხდე და ორ თვეში საჩემპიონო ბრძოლა მიიღო. ვფიქრობ, ეს ვოლკანოვსკის მხრიდან არც ისე ჭკვიანური საქციელია. ეს ყველაფერი ილიას საჩემპიონო შანსებს ზრდის. - განაცხადა ხორხე კლიმენტმა

შეგახსენებთ, რომ ილიას მომავალი ბრძოლა საჩემპიონო ქამრისთვის ექნება. თოფურია ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. მათი ბრძოლა 18 თებერვალს შედგება და ივენთის მთავარი ბრძოლაც იქნება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ იმავე ღონისძიებაზე იბრძოლებს მერაბ დვალიშვილიც, რომლის მოწინააღმდეგე ჰენრი სეხუდო გახლავთ.

სხვა სტატიები