Belive

"მე გეიჯის, ილია კი პადი პიმბლეტის წინააღმდეგ" - არმან ცარუკიანი

22 საათის წინ სხვა
1 წთ

არმან ცარუკიანი Deep Waters-ს სტუმრობდა, სადაც ლეგენდარულ მებრძოლებთან ერთად მსუბუქ წონაში არსებულ სიტუაციზე ისაუბრა. სომეხმა მისთვის იდეალური სცენარი დაასახელა, მაგრამ იქვე ისიც თქვა, რომ ეს არ მოხდებოდა. ცარუკიანმა ილია თოფურიას პოტენციურ მომავალზე გააკეთა კომენტარი

მე გეიჯის, ილია კი პადი პიმბლეტის წინააღმდეგ. ეს არის ბრძოლები, რომელიც ხალხს სურს, მაგრამ არა მგონია ჩანიშნონ. მათ არ სურთ, რომ ილიამ ან პადიმ ისევ წააგოს. ასე რომ, ილიას ვინმე მარტივ ოპონენტს მისცემენ.

ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ UFC-ს სურს პადიმ ტიტულისთვის იჩხუბოს. პადის მარტივ ბრძოლას მიცემენ და შემდეგ... ჩემი აზრით, მაქს ჰოლოუეის დამარცხება შეუძლია. თუ მის ჭიდაობას შეხედავთ, მიხვდებით, რომ დაცვა საერთოდ არ შეუძლია. - ამბობს არმანი

შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანს წინ მაურისიო რუფისთან ჩხუბი ელის. ეს დაპირისპირება UFC 331-ზე თანამთავარი ჩხუბი იქნება, რომელიც 21 სექტემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები