Belive

"ვოლკანოვსკის მინიმუმ 4 თვე უნდა დაესვენა" - ისლამ მახაჩევი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

ისლამ მახაჩევმა განაცხდა, რომ ალექს ვოლკანოვსკის გუნდს ავსტრალიელისთვის ბრძოლის უფლება არ უნდა მიეცათ. სრულად 4 თვეც არ იყო გასული იმ მძიმე ნოკაუტიდან, რომელიც "ვოლკმა" მახაჩევთან განიცადა, რომ ილიასთან იბრძოლა. ალექსის სამწუხაროდ, მან "მატადორთან" ჩხუბშიც ნოკაური განიცადა, რომელიც საჩემპიონი ქამრის ფასად დაუჯდა. ისლამი ილიასთან განცდილ ნოკაუტს ავსტრალიელის გუნდს აბრალებს.

რა თქმა უნდა, ის ძალიან მალე დაბრუნდა. ალექსი კარგი მებრძოლია, ნამდვილი მებრძოლია და ეს ყველამ კარგად იცის. მას ბრძოლა ყოველდღე შეუძლია. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ვოლკანოვსკის ძალიან ცუდი გუნდი ჰყავს. ეს ალექსის შეცდომა არ ყოფილა. ეს გუნდის შეცდომაა. ასეთ დროს გარშემო მყოფებმა მებრძოლს უნდა უთხრან, რომ ჯერ ძალიან ადრეა.

ბოლო ბრძოლაში ძალიან მძიმე ნოკაუტი განიცადა. მინიმუმ 3-4 თვე ისე უნდა დაესვენა, რომ არაფერი ეკეთებინა. აღდგენისთვის დრო უნდა გამოეყო და უბრალოდ მოეცადა. ის მეომარია, ახლაც შეუძლია დაბრუნდეს, მაგრამ მაინც, ცოტა დრო სჭირდება. საკუთარ სხეულს უნდა მოუსმინოს და გამოჯანმრთელებას გარკვეული დრო დაუთმოს. - განაცხადა მახაჩევმა MMA Junkie-სთან საუბრისას

ილია თოფურიასთან ბრძოლამდე ვოლკანოვსკი სწორედ მახაჩევს შეხვდა. დაღესტნელმა მებრძოლმა "ვოლკი" პირველივე რაუნდში ფეხის მძიმე დარტყმით გათიშა. ისლამი ამჟამად მსუბუქი წონის ჩემპიონია და მებრძოლების საერთო რეიტინგშიც პირველ ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები