Belive

დანამ თეთრი სახლის ღონისძიების მზადებაში სამხედროები ჩართო

2 საათის წინ სხვა
1 წთ

დანა უაითი თეთრი სახლის ღონისძიებისთვის ძალიან სერიოზულად ემზადება. როგორც პრეზიდენტი ამობს, მან ამინდის გასაგებად სპეციალური კომპანია დაიქირავა და საქმეში სამხეროებიც კი ჩართო.

ღია ცის ქვეშ ღონისძიების ჩატარება მძულს, რადგან ყველაფერი არაპროგნოზირებადია. თუ წვიმა წამოვა მაინც გამოვალთ, თუ მოთოვს მაინც გამოვალთ. ერთადერთი რაც შეგვაჩერებს ელვაა. ჩვენ სამხედროებთან ერთად ვმუშაობთ. მათ 10 დღით ადრე იციან თუ როგორი ამინდი იქნება და ყოველ ორ საათში სიახლეებს მოგვავწვდიან. 7 დღით ადრე კი ყოველ ერთ საათში გამოგვიგზავნიან შეტყობინებებს. ასევე არის კომპანია, რომელიც კონცერტებისთვის და მსგავსი ღონისძიებებისთვის ემზადებიან. ისინიც ძალიან კარგები არიან. ღონისძიების დაწყების დრო შეგვიძლია მაქსიმუმ 2 საათით გადავწიოთ ან ორი საათით ადრე დავიწყოთ. მხოლოდ ეს შეიძლება შეიცვალოს. - ამბობს დანა უაითი

შეგახსენებთ, რომ თეთრი სახლის ღონისძიება აშშ-ს დამოუკიდებლობის 250 წლისთავს მიეძღვნება. ამ ისტორიული საღამოს მთავარი მოვლენის მონაწილე ილია თოფურია იქნება, რომელიც ჯასტინ გეიჯის შეებრძოლება. ჩხუბი მსუბუქი წონის ქამრისთვის შედგება და 15 ივნისს გაიმართება.

სხვა სტატიები