Belive

"ვიცოდი, რომ დოლიძე დაიღლებოდა" - ენტონი ერნანდესი

3 თვის წინ სხვა
1 წთ

ენტონი "fluffy" ერნანდესმა რომან დოლიძესთან გამართულ ჩხუბზე ისაუბრა. როგორც ამერიკელი ამბობს, დარწმუნებული იყო რომ დოლიძეს დაღლიდა და ასე მოიგებდა.

ჩემს გუნდს ვუთხარი, რომ მთელი რაუნდების განმავლობაში ბრძოლაში ვამყოფებდი. ვიცოდი რომ მარტივად იღლებოდა. როცა ასეთ ბომბა დარტყმებს ისვრი აუცილებლად დაიღლები. როცა ხვდები, რომ მეტოქე ვერაფერს დაგიშავებს უბრალოდ სახეში უცინი და ეს ხალხს ტეხავს. ამ გრძნობით მე დიდ სიამოვნებას ვიღებ. - თქვა ერნანდესმა

შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძე ერნანდესთან მეოთხე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დამარცხდა. ეს წაგება განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან აქ გამარჯვება საჩემპიონო რბოლაში ჩართვას ნიშნავდა.

სხვა სტატიები