Belive

ვინ რა ქულასა და თანხას მიიღებს - ყველაფერი, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა ვიცოდეთ

6 თვის წინ სხვა
2 წთ

13-19 ივნისს, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება. ამ წუთის მონაცემებით, მსოფლიო ჩემპიონატზე 6 კონტინენტისა და 94 ქვეყნის, 573 ძიუდოისტია რეგისტრირებული.

უკვე თითქმის ყველა ქვეყნის შემადგენლობაა ცნობილი, ისიც ვიცით, რომ ბოიკოტის გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას არ მიიღებს უკრაინის ნაკრები, გარდა ამისა, ფინანსური პრობლემების გამო, IJF-ს დროშს ქვეშ იჭიდავებენ პორტუგალიელი ძიუდოისტები.

ვინაიდან და რადგანაც, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რაღაც 11 დღე არის დარჩენილი, გიზიარებთ ბიუჯეტს, თუ როგორ გადანაწილდება თანხა იმ სპორტსმენებზე, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის კვარცხლბეკზე შეძლებენ ასვლას.

საპრიზო ფონდი - ვინ რამდენს მიიღებს?!

პირველ რიგში აღვნიშნოთ ის, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი €998 000 ევროს შეადგენს, საიდანაც €798 000 ევრო ინდივიდუალურ ასპარეზობებზე, ხოლო €200 000 გუნდურ პირველობაზე გადანაწილდება.

ინდივიდუალური ასპარეზობა

  • ოქროს მედალი | €26 000 ევრო (€20 800 სპორტსმენს, 5 200 მწვრთნელს)

  • ვერცხლის მედალი | €15 000 ევრო (€12 000 სპორტსმენს, €3 000 მწვრთნელს)

  • ბრინჯაოს მედალი | €8 000 ევრო (€6 400 სპორტსმენს, €1 600 მწვრთნელს)

შერეული გუნდური ასპარეზობა

  • ოქროს მედალი | €90 000 ევრო (€72 000 სპორტსმენებს, €18 000 მწვრთნელებს)

  • ვერცხლის მედალი | €60 000 ევრო (€48 000 სპორტსმენებს, €12 000 მწვრთნელებს)

  • ბრინჯაოს მედალი | €25 000 ევრო (€20 000 სპორტსმენებს, €5 000 მწვრთნელებს)

მსოფლიოს სარეიტინგო ქულები

  • ოქროს მედალი - 2 000 სარეიტინგო ქულა

  • ვერცხლის მედალი - 1 400 სარეიტინგო ქულა

  • ბრინჯაოს მედალი - 1 000 სარეიტინგო ქულა

  • მე-5 ადგილი - 720 სარეიტინგო ქულა

  • მე-7 ადგილი - 520 სარეიტინგო ქულა

სხვა სტატიები