"ქედს ვიხრი ოთარის წინაშე, ის ძალიან საშიში დამრტყმელია" - მალკოლმ ველმეკერი
14 საათის წინ
სხვა
1 წთ
11 ოქტომბერს UFC Apex-ში მორიგი ბრძოლის საღამო გაიმართა, სადაც მთავარი ქარდი ოთარ თანზილოვმა გახსნა. მალკოლმ ველმეკერთან ჩხუბში ქართველი აუთსაიდერად იყო მიჩნეული, მაგრამ მეტოქი მეორე რაუნდში ნოკაუტით დამარცხება შეძლო. ბრძოლის შემდეგ დღეს ველმეკერმა გულშემატკივრებისთვის ვიდეო ჩაწერა, სადაც ბრძოლაზე და თანზილოვზე ისაუბრა.
ოქტაგონზე გეგმით გამოვედი და ვგრძნობდი, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა. ძირითადი აცენტი ტანზე მქონდა და მსურდა ფეხის დარტყმის დისტანცია დამეხურა, რადგან ოთარი ფეხს ძალიან სახიფათოდ იყენებს. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ გამომიჭერდა. ქედს ვიხრი ოთარის წინაშე, ის ძალიან საშიში დამრტყმელია. ჩვენ ყველამ ვიცოდით რამდენად სახიფათო იყო. - განაცხადა ველმეკერმა
❤️ Malcolm Wellmaker speaks out after his KO loss to Otari Tanzilovi
— Home of Fight (@Home_of_Fight) October 11, 2026
Wellmaker confirms he suffered no major injuries and has no plans to retire despite three straight losses. 👊
(via wallathemachine / IG) ▫️ pic.twitter.com/XeEtdGA5bY
შეგახსენებთ, რომ ოთარისთვის UFC-ში ეს მეორე ბრძოლა იყო. მან პირველი ჩხუბი კოლინსის წინააღდეგ გამართა, სადაც დამარცხდა.