Belive

ოთარ თანზილოვმა 100 000-იანი ბონუსი მიიღო

14 საათის წინ სხვა
1 წთ

ლას-ვეგასში, „Meta Apex“-ში გამართულ UFC Vegas 122-ის ღონისძიებაზე, ქართველმა ოთარ თანზილოვმა, ამერიკელი მალკოლმ უელმეიქერი მეორე რაუნდის ნოკაუტით დაამარცხა და UFC-ში თავისი პირველი გამარჯვება მოიპოვა. (პირველი ბრძოლა 20 ივნისს გამართა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა).

ბრძოლის ბედი ზუსტმა და მახვილგონივრულმა მომენტმა გადაწყვიტა: ქართველმა ახლო მანძილიდან ფეხით თავის არეში (Head Kick) უძლიერესი დარტყმა მიაყენა მეტოქეს, რის შემდეგაც უელმეიქერი უგონოდ დაეცა. თანზილოვმა დარტყმების წარმატებული სერიით დაასრულა ეპიზოდი და მსაჯმაც ბრძოლა დროულად შეაჩერა.

ამ შთამბეჭდავი ნოკაუტის გამო, ოთარ თანზილოვი 100 000-დოლარიან ბონუსს მიიღებს - მისი ბროლა Performance of the Night-ად შეფასდა (UFC-მ ამ ღონისძიებაზე, აღნიშნული თანხით, სულ 4 სპორტსმენი დააჯილდოვა).

სხვა სტატიები