Belive

"ვფიქრობ, მერაბი იმსახურებს" - შონ ო'მალის მწვრთნელი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

18 თებერვალს UFC 298-ზე მერაბ დვალიშვილმა ორი წონის ყოფილი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო დაამარცხა. დვალიშვილმა, რომელიც 10 ბრძოლაა არ დამარცხებულა, საჩემპიონო ბრძოლა გაინაღდა. ამას UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითიც ადასტურებს. სეხუდოსთან ბრძოლის შემდეგ დანამ თქვა, რომ მერაბი ტიტულისთვის აუცილებლად იბრძოლებდა.

დვალიშვილის დივიზიონის ჩემპიონი შონ ო'მალია, რომელმაც ცოტა ხნის წინ საკუთარი ქამარი "ჩიტო" ვერასთან დაიცვა. საინტერესოა, რომ ბრძოლის შემდეგ, შუგამ არა დვალიშვილი არამედ, ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გამოიწვია.

ვინ იქნება შონ ო'მალის მომავალი მოწინააღმდეგე? ამის შესახებ "შუგას" მწვრთნელმა ტიმ ველჩმა დემეტრიუს ჯონსონთან ინტერვიუში ისაუბრა.

ორივე მებრძოლი ძალიან საშიშია. ილიასთან როგორც კი შეცდომას დაუშვებ, მაშინვე ძირს გაიშოტები. მერაბი კი 5 რაუნდის განმავლობაში არ გაჩერდება და დისტანციის დახურვის არ შეეშინდება. ორივე ძალიან დიდი პრობლემაა. ვფიქრობ, მერაბი იმსახურებს. მას 10-ბრძოლიანი გამარჯვების სერია აქვს. ასეთი თავის ტკივილისთვის მზადება ჩვენთვის ძალიან სახალისოა. მერაბს დავანოკაუტებთ და მის ცხვირს გავასწორებთ. - განაცხადა ო'მალის მწვრთნელმა

ჯერჯერობით არ ვიცით შედგება თუ არა მერაბისა და ო'მალის შორის დაპირისპირება. თუმცა, ბუკმეიკერებმა კოეფიციენტები უკვე გამოთვალეს. თუ "მანქანისა" და "შუგას" ბრძოლა შედგება ქართველი ფავორიტი იქნება.

სხვა სტატიები