Belive

ვერსტაპენი | ჰემილტონმა არასპორტული საქციელით მოპოვებული გამარჯვება აღნიშნა

2 წლის წინ სხვა
2 წთ

ფორმულა 1-ის ჩემპიონის ტიტულისათვის გამართული შეუპოვარი ბრძოლა კიდევ უფრო დრამატულ ფაზაში შევიდა - ბრიტანეთის გრან პრიზე, ლუის ჰემილტონი მაქს ვერსტაპენს შეეჯახა . შეჯახების შედეგად, "რედ ბულის" საჯინიბოს ნიდერლანდელი პილოტი ჰოსპიტალში გადაიყვანეს - ჰემილტონს კი მხოლოდ 10-წამიანი ჯარიმა დააკისრეს.

გასაკვირი არაა, რომ ტიტულისათვის მებრძოლი ლუის ჰემილტონი 10-წამიან სასჯელს მარტივად გაქვითავდა და ბრიტანეთის გრან პრიზე, პოდიუმზე ასვლას შეძლებდა. ჰემილტონმა პირველი ადგილი დაიკავა და საერთო ჩათვლაში ვერსტაპენთან სხვაობა 8 ქულამდე შეამცირა. ფორმულა 1-ის 2021 წლის ჩემპიონატის განვლილი 10 გრან პრის შემდეგ, ვერსტაპენი 185 ქულით პირველ ადგილს იკავებს - ჰემილტონი 177 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება. ბრიტანეთის გრან პრის დასრულების შემდეგ, ვერსტაპენმა ჰოსპიტალიდან პირველი კომენტარი გააკეთა და ლუის ჰემილტონი არასპორტული საქციელის გამო გააკრიტიკა.
11111

"მიხარია, რომ კარგად ვარ. საოცრად იმედგაცრუებული ვარ იმ გარემოებით, რომ რბოლას მსგავსი მეთოდით გამოვეთიშე. 10-წამიანი ჯარიმა არაფერში დაგვეხმარება და იმ სახიფათო მანევრის შესრულებისთვის, რომელიც ჰემილტონმა განახორციელა საერთოდ არ არის სამართლიანი სასჯელი. ჯერ კიდევ საავადმყოფოში ყოფნის დროს, ჰემილტონის მიერ გამოვლენილი არასპორტული საქციელისა და მოგებული რბოლის აღნიშვნის ყურება შეურაცმხყოფელი იყო, თუმცა ბრძოლას განვაგრძობთ", - აღნიშნა მაქს ვერსტაპენმა. 

სხვა სტატიები