Belive

ვარსკვლავის დაბადება | კიმი ანტონელიმ პირველი რბოლა მოიგო

10 საათის წინ სხვა
1 წთ

კიმი ანტონელიმ, ჩინეთის გრან პრიზე, ფორმულა 1-ში პირველი რბოლა მოიგო. იტალიელმა ახალგაზრდა პილოტმა თანაგუნდელი ჯორჯ რასელი ჩამოიტოვა, მესამე ადგილზე კი ლუის ჰამილტონი გავიდა, რომელმაც ფერარიში ყოფნის პერიოდში პირველი პოდიუმი მოიპოვა.

გრან პრიზე ყველაზე ახალგაზრდა პოულის მფლობელმა ანტონელიმ, შანხაიში გამართული რბოლის სტარტზე მხოლოდ მცირე ხნით დათმო ლიდერობა, ჰამილტონმა სტარტის ხაზიდან ორივე მერსედესი ჩამოიტოვა, თუმცა შემდეგ, ბოლიდის აშკარა უპირატესობის გამო, 'ვერცხლისფერმა ისრებმა' ლოგიკური პოზიციები დაიბრუნეს.

19 წლისა და 202 დღის ანტონელიმ, ყველა დროის რეკორდსმენთა სიაში, სებასტიან ფეტელს გადაასწრო და მხოლოდ მაქს ვერსტაპენს ჩამორჩება (როგორც რბოლის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული).

სხვა სტატიები