Belive

F1 ახლო აღმოსავლეთში გასამართ ორივე რბოლას აუქმებს

11 საათის წინ სხვა
1 წთ

BBC Sport-ის ინფორმაციით, F1-ის ორი რბოლა, რომელიც აპრილში ჯერ ბაჰრენში, შემდეგ კი საუდის არაბეთში უნდა გამართულიყო - გაუქმდება.

ირანმა, 28 თებერვალს, აშშ-სა და ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, სპარსეთის ყურის სხვადასხვა ქვეყანაზე მიიტანა იერიში და ეს კონფლიქტი სპორტის ყველა სახეობას შეეხო. ფორმულა 1 მზადაა გააუქმოს როგორც ბაჰრეინის, ასევე საუდის არაბეთის გრან პრი (ბაჰრეინი 10-12 აპრილი/საუდის არაბეთი 17-19 აპრილი).

ფორმულა 1-ს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია, მაგრამ განცხადება გარდაუვალია. ორგანიზაცია 100 მილიონზე მეტის შემოსავალს დაკარგავს, რადგან ბაჰრეინი და საუდის არაბეთი, რბოლებს შორის, ყველაზე მაღალ მასპინძლობის საფასურს იხდის. კატარსა და აბუ დაბიში გრან პრი წლის ბოლოს არის დაგეგმილი, ამიტომ შეძლებენ თუ არა ეს ქვეყნები რბოლების მასპინძლობას, ჯერ უცნობია.

ბაჰრეინი და საუდის არაბეთი არ ჩანაცვლდება, შესაბამისად, კალენდარში გაწერილი 24 რბოლის ნაცვლად, 22 გრან პრი დაგვრჩა.