Belive

"უმართან გამარჯვება ქამართან ძალიან მიმაახლოებს" - მარიო ბაუტისტა

5 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 316-ზე საკმაოდ დიდი მოულოდნელობა დაფიქსირდა, სადაც პატრიკ მიქსი დამარცხდა.

Bellator-ის ყოფილი ჩემპიონი საკუთარ თავს მსოფლიოში საუკეთესო სუპერმსუბუქწონოსანად მიიჩნევს. ამ აზრს ექსპერტებიც იზიარებდნენ და UFC-ში დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ. მიუხედავად ამხელა მოლოდინისა, "პაჩიმ" მარიო ბაუტისტასთან უშანსოდ წააგო.

თავის მხრივ, ბაუტისტამ დაუმარცხებელი სერია განაგრძო და საჩემპიონო ამბიციაც გამოთქვა.

TOP 5-ის ან რაიმე მსგავსი ბრძოლა აუცილებლად მინდა. უმართან ჩხუბი მომწონს ან "ფიგი", თუ მუხლს წლის ბოლომდე მოიშუშებს. იდეალური იქნება თუ რომელიმე მებრძოლს შევხვდები TOP 5-დან, რომელიც საჩემპიონო ჩხუბთან მიმაახლოებს. ასეთი ბრძოლა მჭირდება. - განაცხადა მარიო ბაუტისტამ

მარიო ბაუტისტას უკვე 8-ბრძოლიანი დაუმარცხებელი სერია აქვს და პატრიკ მიქსთან ერთად, ჟოზე ალდოს დამარცხებაც მოასწრო. UFC 316-ზე მოპოვებული გამარჯვებით მარიომ რეიტინგში მე-9 პოზიციაზე გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, რომ მარიო ბაუტისტას წონაში ჩემპიონი მერაბ დვალიშვილია.

სხვა სტატიები