Belive

"უმარი ბებერს მეძახდა" - მერაბ დვალიშვილი

2 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილი დენიელ კორმიეს შოუს სტუმრობდა, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. მან უმართან დაპირისპირების დასაწყისი გაიხსენა. მერაბმა ისიც ახსნა თუ რატომ მიიღო უმარმა ყველაფერი მარტივად.

უმარმა ყველაფერი მარტივად მიიღო. დიახ, კარგი მებრძოლია. მან ჩვენი ყურადღება UFC-მდე მიიპყრო. მისი ბიძაშვილი ხაბიბია და კონტრაქტის მიღება მარტივი იქნებოდა. მას არც Contender Series გაუვლია და არც Ultimate Fighters. UFC-ში კარგად დაიწყო, მაგრამ ურეიტინგო ბიჭებს ხვდებოდა. შემდეგ ძალიან მაღალ პოზიციაზე მყოფი ბიჭი მიიღო -კორი სენდჰეგენი. ჩემს და სხვს მებრძოლების მიმართ ცუდად ლაპარაკობდა. მე, დომინიკ კრუზს, კოდი გარბრანდტს და ჰენრი სეხუდოს ბებერს გვეძახდა. ჩემთან ბრძოლაზე საუბრობდა, მე კი ვუთხარი, რომ ქამარზე ბრძოლა მსურდა და უკან დაბრუნებას არ ვაპირებდი.

არა მგონია, ბაუტისტასთან გამარჯვების შემდეგ ჩემთან ჩხუბი მიიღოს. მან უნდა დაამტკიცოს. თუმცა, არ მადარდებს, თუ UFC მასთან ბრძოლას ჩამინიშნავს მეც ვიჩხუბებ. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილს წინ მორიგი ტიტულის დაცვა ელის, ქართველის მეტოქე კორი სენდჰეგენი იქნება. ბრძოლა 5 ოქტმობეერს არის ჩანიშნული და გამარჯვების შემთხვევაში ქამარს მესამედ დაიცავს.

სხვა სტატიები