"ჩემი სტილი მერაბის მსგავსი ბიჭების დასამარცხებლად იდეალურია" - დომინიკ კრუზი
2 დღის წინ
სხვა
1 წთ
სუპერმსუბუქი წონის ლეგენდა დომინიკ კრუზი ამბობს, რომ მისი და მერაბის ჩხუბი ძალიან საინტერესო იქნება. კრუზის თქმით, თავისი სტილი დვალიშვილის სტილის დასამარცხებლად იდეალურია.
ეს ბრძოლა ყოველთვის მომწონდა. აღარ ვიბრძვი და ასეთი საუბარი ჩემგან ცოტა უცნაურია, მაგრამ მასთან ჩხუბი მართლაც მინდოდა. მჯერა, რომ მერაბის სტილს ძალიან კარგად მოვერგები. ის თეიქდაუნებს ისვრის. ჩემს ბრძოლებს ყოველთვის ისე ვაწყობდი, როგორც მერაბი იბრძვის. - განაცხადა დომინიკ კრუზმა
👀 Dominick Cruz on if he fought Merab Dvalishvili when he was in his prime.
— Full Mount MMA (@MMAFullMount) February 17, 2026
"I believe I match up really good with Merab, his style. Everything about my style is built to beat the way he fights."
(via @deathrow_mma) pic.twitter.com/xcvwIF8zRq
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლოს პიოტრ იანის წინააღმდეგ იბრძოლა. სუპერმსუბუქი წონის ტიტულისთვის ჩხუბში მერაბი დამარცხდა და ქამარიც დაკარგა. ახლა ყველანი მესამე ბრძოლას ველოდებით, რომელიც უკვე გარანტირებულად გვაქვს.