Belive

UFC სიაახლეებს გვპირდება | დანა უაითს უცნაური გეგმები აქვს

1 წლის წინ სხვა
1 წთ

UFC სახეში სილის გარტყმის ლიგის შექმნაზე, სერიოზულად ფიქრობს.

MMA Junkie-ის ცნობით, დანა უაითის გუნდმა, ნევადის სპორტულ კომისიაში, უკვე წარადგინა პრეზენტაცია ახალი ლიგის ჩამოყალიბების თაობაზე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და არაა გამორიცხული, რომ UFC-ის პრეზიდენტის ჩანაფიქრი განხორციელდეს.

თუ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც დანა უაითს სურს, დიდი ალბათობით, სახეში სილის გარტყმა გახდება საბრძოლო სპორტი, რომელშიც დიდი ფული იტრიალებს.

”ჩვენ გასული წელი ერთგვარ სატესტო რეჟიმში ვმუშაობდით, რათა ნამდვილად გაგვეგო იმუშავებს თუ არა ეს, როგორც რეალური სპორტი” - განაცხადა UFC-ის bბიზნესის განყოფილების მთავარმა დირექტორმა ჰანტერ კემპბელმა.

როგორც ყველა სპორტში, აღნიშნულ სახეობაშიც ათლეტების ჯანმრთელობა უპირველესია და ამ საკითხზე ექსპერტები ბევრს შრომობენ.

თავად კემპბელის განცხადებით, ის ამ სპორტს სერიოზულად ჯერ არ აღიქვამს, თუმცა, ინტერესი ხალხის მხრიდან საკმაოდ დიდია. მიუხედავად ყველაფრისა, საბოლოო სიტყვა მაინც სპორტულ კომიტეტს ეკუთვნის.

სხვა სტატიები