Belive

'ოლივეირას გათიშვასაც გპატიობთ' - ბრაზილიელებმა ილია თოფურია შეიყვარეს

2 საათის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის თეთრ სახლში გასამართ ღონისძიებამდე ყველაფერი ისედაც უცნაური იყო. პარასკევს ჩატარებულმა პრესკონფერენციამ კი სიტუაცია კიდევ უფრო უცნაური გახადა. მსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია და მძიმე წონის პრეტენდენტი ჯოშ ჰოკიტი, საპრესკონფერენციო დარბაზში, თითქმის ჩხუბში ჩაებნენ.

ჰოკიტმა ორი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონის (ალექს პერეირას) დამცირება დაიწყო. 'ჩამას'ინგლისური კარგად არ ესმის, ამიტომ მას რექცია თითქმის არ ჰქონია, ყველაფერი იქამდე გრძელდებოდა, სანამ თოფურიამ საკმარისად არ ჩათვალა ჰოკიტის 'გამოსვლა' - ქართველმა დაძაბულობა გაამწვავა და ჰოკიტს რაღაც ესროლა. თოფურიამ დაცვას მოუწოდა ჰოკიტი დარბაზიდან გაეგდოთ - დაცვამ თავხედი ამერიკელი მძიმეწონოსანი სცენიდან გააძევა და პრესკონფერენციაც დაასრულა.

სოციალურ ქსელში ბრაზილიელი გულშემატკივრები საოცარ პატიივისცემასა და აღტაცებას გამოხატავენ იმის გამო, რომ ილია ფაქტობრივად 'პოატანის' ღირსება დაიცვა.

ალექსმა ვერ გააცნობიერა, რომ ამერიკელი დედამისს შეურაცხყოფდა. ბრაზილიაში ეს ისეთი ზღვარია, რომელსაც უბრალოდ არ გადაკვეთ. როგორც კი ამას გააკეთებ, ვიღაც, როგორც წესი, დაშავდება ან კვდება. მე ვიცი, რომ საქართველოში დედის კულტი განსაკუთრებულია და ილიამაც ამის გამო ვერ შეიკავა თავი - მადლობა მას ამისთვის.

ამიერიდან, ყოველთვის შეგიძლიათ ბრაზილიელი ხალხის იმედი გქონდეთ. მხარდაჭერა მუუდამ გარანტირებული გექნებათ. თქვენ ხართ ადამიანი, რომლითაც მსოფლიოს ყველა საბრძოლო ხელოვნების ოსტატი და ბრძოლის მოყვარული იამაყებს.

ილია, ბრაზილიელებს არასდროს დაგვვიწყებია ადამიანები, რომლებიც ჩვენიანს იცავს - ასე იქნება ახლაც.

მან გვერდით მჯდომი კაცი დაიცვა, რომელსაც არ ესმოდა რას ეუბნებოდნენ. ახლა შენ მთელს ბრაზილიას უყვარხარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩარლზი (ოლივეირა) დაამარცხე.

ამ დღის შემდეგ, ოლივეირას გათიშვასაც გპატიობთ - შენ ერთ-ერთი ჩვენგანი გახდი.

როცა ილიას შენ გამო გული შეტკივა, ეს დიდი პატივია - ჩვენც იმავეთი ვუპასუხებთ მას.

ნებისმიერი ისურვებდა გვერდით მისნაირი მეგობარი ჰყოლოდა, ღმერთმა დალოცოს ილია და მისი ოჯახი. - ვკითხულობთ X-ზე დაწერილ კომენტარებში

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლისთავისადმი მიძღვნილი ივენთის მთავარი ბრძოლა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის შორის გაიმართება. ღონისძიებას თეთრი სახლის ეზო 15 ივნისს უმასპინძლებს.

სხვა სტატიები