"UFC-ს არ უნდოდა მერაბი ჩემპიონი გამხდარიყო" - ჯონ ვუდი
მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი ამბობს, რომ UFC-ს დვალიშვილის ჩემპიონობა არ სურდა. მისი თქმით, ორგანიზაციის უფროსობას მერაბის სტილი არ მოსწონდა და თვლიდნენ, რომ ჩხუბებს ვერ გაყიდიდნენ.
მერაბმა ჩემპიონობამდე ყველაზე რთული შესაძლო გზა გაიარა. UFC-ს მისი ჩემპიონობა არ უნდოდა, მართლა! თუმცა, მერაბმა საკუთარი თავი სახალისო მებრძოლად გარდაქმნა. კინაღამ დაანოკაუტა ბიჭები, დაასაბმითა ო'მალი და გადაუარა ყველა ოპონენტს, რომლებიც მასზე უფრო მრავალმხრივები, დიდები და მაღლები იყვნენ. მერაბი ახლა უბრალოდ განსაკუთრებულ რაღაცებს აკეთებს. - ჯონ ვუდი
😳John Wood says UFC didn’t want Merab to be champion
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) October 9, 2025
“The UFC didn’t want that guy to be champion — they really didn’t. But Merab turned himself into an entertaining fighter… almost knocking guys out, submitting Sean O’Malley, and running through opponents who were supposed to… pic.twitter.com/l1wU1gsOFn
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ჩხუბში კორი სენდჰეგენი დაამარცხა და ტიტული მესამედ შეინარჩუნა. მერაბი კორისთან ჩხუბამდე ამბობს, რომ მეტოქის დანოკაუტება შეეძლო და მეორე რაუნდში ამასთან ძალიან ახლოს იყო.
კორისთან გამარჯვება მერაბისთვის UFC-ში ზედიზედ მე-14 იყო და ეს მესამე საუკეთესო შედეგია. კიდეც სამი მოგება და დვალიშვილის ლეგენდარულ ანდერსონ სილვას გადაასწრებს.