"არსებობს მერაბის ისეთი ვარიანტი, რომელიც იანს ყოველთვის დაამარცხებს" - ჯონ ვუდი
11 საათის წინ
სხვა
1 წთ
ჯონ ვუდი ამბობს, რომ UFC 323-ზე მერაბის წინააღმდეგ პიოტრ იანის საუკეთესო ვერსია გამოვიდა. მიუხედავად ამისა, მწვრთნელი თვლის რომ დვალიშვილს მისი დამარცხება მაინც შეეძლო. ვუდის თქმით, "მანქანა" საკუთარ ტიტულს აუცილებად დაიბრუნებს.
მერაბის წინააღმდეგ იანის საოცარი ვარიანტი ვნახეთ. ოქტაგონზე იმაზე მოტივირებული გამოვიდა, ვიდრე აქამდე გამოსულა. იმ ღამეს ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ არ წავიდა. იანი კი ფენომენალური მებრძოლია და ამ მომენტისთვის მსოფლიოში საუკეთესოა.
ვფიქრობ, არსებობს თუ არა მერაბის ვარიანტი, რომელიც იანს მოუგებს? რა თქმა უნდა! ეჭვიც არ მეპარება, რომ მერაბს პიოტრის იმ ჩხუბში დამარცხება შეეძლო. იანი მარტივი გასეირნება არაა, მაგრამ მერაბის შესაძლებლობები ვიცი. ჩემი აზრით, მესამე ჩხუბი დიდებული იქნება და მჯერა, მერაბი თავის ტიტულს უკან დაიბრუნებს. - განაცხადა ჯონ ვუდმა
Coach John Wood believes the best version of Petr Yan showed up at UFC 323:
— Ariel Helwani (@arielhelwani) February 19, 2026
“I think there’s a version of Merab that beats that Petr all day long. There’s no doubt in my mind that Merab can beat Petr Yan in that fight.
I think the third one is going to be a great fight. I think… pic.twitter.com/B4yi3dBPjB
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის მეორე ჩხუბი ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. იანთან წაგების შემდეგ, მერაბმა ქამარი დაკარგა და ახლა მესამე ბრძოლა თითქმის გარანტირებული აქვს.