Belive

"UFC პიმბლეტისგან ვარსკვლავის შექმნას ცდილობს" - არმან ცარუკიანი

2 კვირის წინ სხვა
1 წთ

არმან ცარუკიანმა ახსნა თუ რატომ მისცა UFC-მ პადი პიმბლეტს საჩემპინო ბრძოლა. მისი თქმით, ინგლისელისგან ვარსკვლავის გამოჭედვა სურთ და სწორედ ამიტომ იბრძვის დროებით ქამარზეც.

მათ უნდათ, რომ პადი ჩემპიონი გახადონ. მათ იციან, რომ თუ ჩემს წინააღმდეგ გამოიყვანენ დამარცხდება და ვარსკვლავიც ჩაქვრება. გეიჯი მისთვის მარტივი ფულია. ამიტომ მისცეს მას დროებითი ქამარი, რადგან ნამდვილი ჩემპიონი ვერასდროს გახდება, ვინაიდან აქ ილია თოფურიაა და მას ვერასდროს დაამარცხებს. - განაცხადა არმან ცარუკიანმა

შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯი და პადი პიმბლეტი მსუბუქი წონის დროებითი ქამრისთვის იჩხუბებენ. დიდია ალბათობა, რომ მათ შორის გამარჯვებული ილია თოფურიას შეხვდება.

სხვა სტატიები