Belive

UFC-მ თოფურიასა და ვოლკანოვსკის ბრძოლაზე მუშაობა დაიწყო

7 თვის წინ სხვა
1 წთ

ჰენრი სეხუდოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, UFC ვოლკანოვსკისა და თოფურიას ბრძოლაზე მუშაობს. მისი თქმით, ამ დაპირისპირებას მხოლოდ ოფიციალურად გაფორმება აკლია. როგორც სეხუდო ამბობს აღნიშნული ორთაბრძოლა 20 იანვარს ჩაინიშნება. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ყოფილი ჩემპიონის ამ განცხადებაზე UFC-ის კომენტარი არ გაუკეთებია. 

რამდენიმე დღის წინ, ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა ალექს ვოლკანოვსკიმ საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ის იანვარში ბრძოლის ჩასატარებლად მზად არის. რამდენიმე საათის შემდეგ, ილია თოფურია საკუთარ სოციალურ ქსელში მსგავსი ტექსტით გამოჩნდა: "იანვარი ჩემთვის იდეალურია"

აღსანიშნავია, რომ "მატადორმა" ჩემპიონი არაერთხელ გამოიწვია, თუმცა, ავსტრალიელისგან კონკრეტული პასუხი არასდროს ყოფილა. ფაქტია, რომ MMA-ს სამყარო ამ ბრძოლას მოუთმენლად ელოდება. ვრცელდება ჭორები, რომ ალექსისა და თოფურიას ორთაბრძოლა UFC 297-ზე კანადაში გაიმართება.

სხვა სტატიები