Belive

თოფურია და დვალიშვილი UFC-ის Pound-for-pound რეიტინგში დაქვეითდნენ

15 საათის წინ სხვა
1 წთ

თეთრი სახლის ივენთის შემდეგ UFC-ის განახლებული Pound-for-pound რეიტინგი დღეს გამოქვეყნდა და სიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება დაფიქსირდა.

ჯასტინ გეიჯისთან მარცხის შემდეგ ქართველი ყოფილი ჩემპიონი, ილია თოფურია, სამი საფეხურით დაქვეითდა და განახლებულ რეიტინგში მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა. ცვლილება შეეხო ასევე მერაბ დვალიშვილსაც, სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ორი საფეხურით დაქვეითდა.

გაჩემპიონებული ჯასტინ გეიჯი რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე აღზევდა და კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებელს მიაღწია. უცნაურია, რომ სატიტულო ბრძლამდე ამერიკელი  Pound-for-pound რეიტინგის ტოპ 15-ში საერთოდ არ იყო.

მძიმე წონის ვარსკვლავი სირილ განი ახლა უკვე მე-12 ადგილს იკავებს, ცვლილებები შეეხო ალექს პერეირასაც - ბრაზილიელმა მებრძოლმა ოთხი ადგილი დაკარგა და ამჟამად რეიტინგის მერვე საფეხურზე დაქვეითდა.

სხვა სტატიები