UFC Freedom 250 | ილია თოფურიამ წონა წარმატებით დააფიქსირა
1 საათის წინ
სხვა
1 წთ
2026 წლის ყველაზე გამორჩეულ ივენთამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. UFC Freedom 250-ს ყველა მოუთმენლად ელის, MMA-ის ქართველი გულშემატკივრისთვის კი ეს ღონისძიება იმ გარემოებითაცაა საინტერესო, რომ ილია თოფურია ერთ-ერთი მთავარი ჰედლაინერია.
თეთრ სახლში სცენა უკვე მოწყობილია და ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ შეერთებული შტატების საპრეზიდენტო სასახლემ უდიდეს ღონისძიებას უმასპინძლოს - მანამდე კი ილია თოფურიამ წონა წარმატებით დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ UFC Freedom 250-ის ღონისძიება 15 ივნისს, თეთრ სახლში გაიმართება. ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა თბილისის დროით დაახლოებით 07:00 საათზე დაიწყება.