UFC 324 | თოფურია ქამარს პიმბლეტის წინააღმდეგ დაიცავს?!
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
ილია თოფურიამ შესაძლოა ჩემპიონის ქამარი UFC 324-ის ივენთზე, პადი პიმბლეტის წინააღმდეგ დაიცვას. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ბრიტანული და ესპანური მედია საშუალებები ავრცელებენ.
მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტზე ხელი ოფიციალურად არაა მოწერილი, თავიდანვე ჯასტინ გეიჯის ან პადი პიმბლეტის კანდიდატურები განიხილებოდა - ბრიტანელი მებრძოლის კომენტარებმა კი სპეკულაციები კიდევ უფრო გაამძაფრა.
პადი პიმბლეტი აღნიშნავს, რომ კონტრაქტის პირობებზე ხელი უკვე მოაწერა და ბრძოლის გასაოფიციალურებლად, მხოლოდ ილია თოფურიას ხელმოწერაა დარჩენილი.
UFC 324-ის ივენთი 2026 წლის იანვარში გაიმართება - ილია თოფურია კი ჩემპიონის ქამრის დაცვას მესამედ შეეცდება. მატადორმა გასულ ორ შემთხვევაში მაქს ჰოლოუეი და ჩარლზ ოლივეირა დააფინიშა.